დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი თხოვნით, თურქეთმა შესაძლოა, შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა

01:54, 26.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი თხოვნით, თურქეთმა შესაძლოა, შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა.

თეთრ სახლში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი აზრით, თურქეთმა შესაძლოა, შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა.

„არ მინდა ვთქვა, მაგრამ თუ მომინდება, კი, მე მჯერა, რომ ის შეწყვეტს ამას“, – აღნიშნა ტრამპმა.

კითხვაზე, დადებდა თუ არა ის შეთანხმებას ამერიკული წარმოების F-35 გამანადგურებლების შესახებ, რომელთა შეძენაც ამჟამად თურქეთს ეკრძალება, ტრამპმა უპასუხა: „მე შევძლებ ამის გაკეთებას, თუ მომინდება“.

„შეიძლება ამის გაკეთება, კი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ის ჩვენთვის რამეს გააკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი