დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ჰიდროქსიქლოროქინზე“ ყალბი კვლევა ჩატარდა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ჰიდროქსიქლოროქინზე“ ყალბი კვლევა ჩატარდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ „ჰიდროქსიქლოროქინზე“ ჩატარებულ კვლევას ეხმაურება. მისი თქმით, კვლევა მეცნიერებმა იმის გამო ჩაატარეს, რომ მას პოლიტიკურად ეწინააღმდეგებიან. კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა ასობით პაციენტმა მიიღო, სიკვდილიანობის მაჩვენებელი „ჰიდროქსიქლოროქინის“ მიღების შემთხვევაში 27.8 პროცენტია, იმ პაციენტებში კი, რომელთაც აღნიშნული მედიკამენტი არ მიუღიათ, 11.4 პროცენტი. დონალდ ტრამპის თქმით, ეს ყალბი კვლევა იყო, სადაც ისინი მედიკამენტს მძიმედ ავადმყოფ პირებს აძლევდნენ, ისეთ პაციენტებს, რომლებიც სიკვდილს ელოდნენ.

ამ კომენტარამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის „ჰიდროქსიქლოროქინს“ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სვამს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან „ჰიდროქსიქსლოროქინის“ პრევენციის მიზნით მიღების შესახებ ინფორმაცია კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ადამიანებისგან შეიტყო“.

„არ ვიცი, მუშაობს თუ არა ეს, მაგრამ თუ არ მუშაობს, ეს წამალი მაინც არ დაგაავადებთ და არ მოგკლავთ. მე უკვე კვირაზე მეტია, ვიღებ მას და ჯერ კიდევ აქ ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.