დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის ვაქცინის დარიგება მომდევნო კვირაში დაიწყება

02:45, 27.11.2020

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დარიგება მომდევნო კვირაში დაიწყება. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ამერიკელ სამხედროებთან ვიდეოჩართვის დროს განაცხადა, რომელშიც მან უცხო ქვეყნებში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს მადლიერების დღე მიულოცა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ვაქცინას პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი და ხანდაზმულები მიიღებენ.

მსგავსი