დონალდ ტრამპი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილე ძაღლის ფოტოს აქვეყნებს

11:15, 29.10.2019

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში მონაწილე ძაღლის ფოტოს აქვეყნებს.

„ჩვენ გავასაჯაროეთ შესანიშნავი ძაღლის სურათი, რომელმაც დიდი სამუშაო შეასრულა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაკავებასა და მოკვლაში“, – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა. ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი სირიის იდლიბის პროვინციაში მოკლეს.

https://twitter.com/realDonaldTrump/status/1188909031403900928

მსგავსი