ჟურნალისტებთან საუბრისას, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს დაჰპირდა, რომ კორონავირუსის სწრაფ ტესტებს გადასცემს
ჟურნალისტებთან საუბრისას, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს დაჰპირდა, რომ კორონავირუსის სწრაფ ტესტებს გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის კონკურენტს, ჯო ბაიდენს ვირტუალური საარჩევნო კამპანიიდან რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას სთავაზობს.

ტრამპი ბაიდენს დაპირდა, რომ „კოვიდ-19“-ის დიაგნოსტიკისთვის სწრაფ ტესტებს თავად მისცემს. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია „ფოქსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„100 პროცენტით გამიხარდება, თუ ბაიდენი ბუნაგიდან გამოვა და ისე ილაპარაკებს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აქამდე ტესტებს ყოველკვირეულად იტარებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის პირად თანაშემწეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტესტს ყოველდღიურად იტარებს.