ჟოზე მოურინიომ თურქეთის ჩემპიონატის პირველ მატჩში მე-20 წუთზე მიიღო გაფრთხილება [ვიდეო] #1TVSPORT
პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ მოგებით დაიწყო თავისი კარიერის თურქული ეტაპი. მისმა „ფენერბახჩემ“ თურქეთის სუპერლიგის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე დაამარცხა „ადანა დემირსფორი“ – 1:0. ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე ედინ ჯეკომ გაიტანა ალან სენ-მაქსიმენის პასით.
ჟოზე მოურინიომ პირველივე შეხვედრაში მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ეს მატჩის მე-20 წუთზე მოხდა.
უფრო ადრე „ფენერბახჩემ“ მოურინიოს ხელმძღვანელობით გაიარა „ლუგანოს“ ბარიერი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში, მაგრამ წააგო „ლილთან“ პირველი მატჩი III საკვალიფიკაციო რაუნდში.