ჟოზე მოურინიო - პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს, თუმცა „რომას“ გამო უარი ვთქვი #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო - პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზეს, თუმცა „რომას“ გამო უარი ვთქვი #1TVSPORT

პორტუგალიელი სპეციალისტის, ჟოზე მოურინიოს განცხადებით, ქვეყნის ეროვნული გუნდის გაწვრთნა ორჯერ შესთავაზეს, თუმცა „რომას“ გამო ორივე შემთხვევაში უარი განაცხადა და ახლა მიღებულ გადაწყვეტილებას ნანობს.

„პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ჩაბარება ორჯერ შემეძლო, თუმცა შემოთავაზებაზე უარი „რომას“ გამო ვთქვი. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. პორტუგალიის ნაკრები ამ მომენტისთვის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, ევროპაში სამეულში შედის, ხოლო მსოფლიოში – ხუთეულში.

„რომას“ გულშემატკივრებთან ძალიან დიდი ემოციური კავშირი მქონდა და გუნდის დატოვება არ მინდოდა. თუ ნაკრებში ისევ მიხმობენ, დავთანხმდები. ვიმედოვნებ, იმ დროს თაობა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორიც ახლაა“, – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

პორტუგალიის ეროვნულ გუნდს ამჟამად ესპანელი რობერტო მარტინესი ავარჯიშებს. მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიელები F ჯგუფში საქართველოსთან, თურქეთსა და ჩეხეთთან ერთად ითამაშებენ.