მოურინიომ ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT
მოურინიომ ევრო 2024-ის ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

„პორტუგალია, საფრანგეთი და ინგლისი. დიახ, სიურპრიზები ხდება, მაგრამ თუ დავაკვირდებით ამ გუნდების ხარისხსა და მათ რიგებში მაღალი დონის ფეხბურთელების რაოდენობას, ვფიქრობ, პორტუგალია ტურნირზე მოსაგებად მიემგზავრება“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები გაზეთ Daily Mail-ს.

ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება.