ნიდერლანდური გამოცემა „ფუტბოლ პრიმერის“ ინფორმაციით, ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ფორვარდი დირკ კუიტი როტერდამის „ფეიენოორდის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. ის მოვალეობის შესრულებას 2021-22 წლების სეზონიდან შეუდგება.
მანამდე კი 39 წლის სპეციალისტი „ფეიენოორდის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი იქნება. ვარაუდობენ, რომ ეს დაეხმარება კუიტს გამოცდილების მიღებაში და შემდეგ პირველი გუნდის ამჟამინდელი დამრიგებლის დიკ ადვოკაატის შეცვლაში.
ვადაზე ადრე დასრულებულ ნიდერლანდების ჩემპიონატში „ფეიენოორდმა“ მესამე ადგილი დაიკავა.