ადვოკაატი ნიდერლანდების ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელია
ადვოკაატი ნიდერლანდების ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელია

„ფეიენოორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, დიკ ადვოკაატმა საპატიო რეკორდი დაამყარა.

ნიდერლანდების ჩემპიონატის მესვეურებმა გამოთვალეს, რომ გამოცდილი სპეციალისტის ზუსტი ასაკი 72 წელი და 352 დღეა, რაც ერედივიზიონის ისტორიაში მწვრთნელებს შორის ყველაზე ხანდაზმული ასაკია.

დიკ ადვოკაატამდე ეს რეკორდი „ჰერაკლესის“ მთავარ მწვრთნელს, ფოპე დე ჰანს ეკუთვნოდა.

„ფეიენოორდის“ მოქმედი მწვრთნელი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში 15 კლუბს ედგა სათავეში და ნიდერლანდების ეროვნულ გუნდსაც ხელმძღვანელობდა.