„დინამომ“ მეორე ადგილი შეინარჩუნა, „დილას“ წაუგებელი სერია გრძელდება (ვიდეო)

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-10 ტურის მატჩები დასრულდა.

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ მოქმედ ჩემპიონ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: 36-ე წუთზე, ოლეგ მამასახლისმა პენალტი გამოიყენა, თუმცა 56-ე წუთზე ლეანდრო რიბეირომ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ეს გორული გუნდის მეშვიდე წაუგებელი მატჩია ზედიზედ, მთლიანობაში კი წლევანდელ ჩემპიონატში ‘დილას’ მხოლოდ ერთი დამარცხება აქვს.

თბილისის „დინამომ“ პირველ წრეში წაგებისთვის „რუსთავთან“ სრულფასოვანი რევანში აიღო. მე-60 წუთზე ანგარიში აკაკი შულაიამ გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა პენალტი გამოიყენა და „დინამომ“ 2:0 გაიმარჯვა.

10 ტურის შემდეგ „საბურთალო“ 24 ქულით ლიდერობს, ორი ქულით მას „დინამო“ ჩამორჩება, ხოლო საჩხერის „ჩიხურას“ 19 ქულა დაუგროვდა.

აუტსაიდერი, 5 ქულით, თბილისის „ლოკომოტივია“, რომელსაც 2-2 ქულით „სამტრედია“ და ბოლნისის „სიონი“ უსწრებენ.