„დინამო თბილისის“ აკადემიაში მიმდინარე ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებაზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა.
მეორე სატურნირო დღის ბოლო შეხვედრაში ”დინამომ” კვლავ წარმატებით ითამაშა – იტალიურ ”ჯენოასთან” შეხვედრა, რეალურად, ჯგუფის გამარჯვებულს არკვევდა, რადგან პირველ ტურში ორივე გუნდმა მოიგო.
მე-3 წუთზე ზურაბ ერაძემ ანგარიში თავური დარტყმით გახსნა, მეათე წუთზე კი გიორგი აბუაშვილმა იტალიელებს მეორეც გაუტანა. საბოლოოდ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა 2:0 იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილთან ერთად ნახევარფინალის საგზურიც გაინაღდა.
სფფ-ის აკადემია კი კიევის ”დინამოს” შეხვდა და ლუკა მაყაშვილის გოლით იგებდა. მაგრამ კიეველებმა თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ, 3:1 გაიმარჯვეს. ასეთივე ანგარიშით დასრულდა ”ესპანიოლისა” და მოსკოვის ”სპარტაკის” მატჩი. კატალონიელები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ და ნახევარფინალში გავიდნენ.
ყველაზე უხვგოლიანი თამაში მინსკის ”დინამომ” და არნემის ”ვიტესმა” ჩაატარეს. მატჩის დასაწყისშივე 10 კაცით დარჩენილი ბელარუსები 2:0 დაწინაურდნენ. შემდეგ მოთამაშე ჰოლანდიელებსაც გაუგდეს და მოულოდნელად, ანგარიში გაათანაბრეს 2:2. ბოლო წუთზე ისევ მინსკელებმა გაიტანეს და მეტოქე 3:2 დაამარცხეს.