შევჩენკო - თუ „ჯენოა“ სერია ა-ში დარჩება, ეს ჩემპიონთა ლიგის მოგების ტოლფასი იქნება #1TVSPORT
შევჩენკო - თუ „ჯენოა“ სერია ა-ში დარჩება, ეს ჩემპიონთა ლიგის მოგების ტოლფასი იქნება #1TVSPORT

„ჯენოას“ ახალდანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ თავისი სადებიუტო მატჩი „რომას“ წინააღმდეგ ჩაატარა და ორი უპასუხო ბურთი გაუშვა – 0:2.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე ჩავაყენოთ მოთამაშეები ფორმაში და გუნდში კონკურენციის ხარისხი გავზარდოთ, – განაცხადა ანდრეი შევჩენკომ შეხვედრის შემდეგ. – წინ მძიმე მატჩები გველის, ჩვენ ამას ვაცნობიერებთ.

იოლი შეხვედრა არავისთან არ გვექნება. თუ „ჯენოა“ სერია ა-ში დარჩება, ეს ჩემპიონთა ლიგის მოგების ტოლფასი იქნება“.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 13 ტურის შემდეგ, „ჯენოა“ მე-18 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.