38 წლის პანდევმა „ჯენოასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT
38 წლის პანდევმა „ჯენოასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა #1TVSPORT

მაკედონიელმა ფორვარდმა გორან პანდევმა კონტრაქტი გააგრძელა „ჯენოასთან“. ამის შესახებ იტალიური გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა.

38 წლის ფეხბურთელთან 2022 წლის ივლისამდე გაფორმდა ხელშეკრულება.

პანდევი „ჯენოაში“ 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან 30 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა.

ამ ზაფხულს პანდევმა მონაწილეობა მიიღო ევრო 2020-ში, რის შემდეგაც დაასრულა კარიერა მაკედონიის ნაკრებში.