ოფიციალურად - შევჩენკო „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
ოფიციალურად - შევჩენკო „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

„ჯენოამ“ მთავარ მწვრთნელად უკრაინელი ანდრეი შევჩენკოს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

კონტრაქტი ახალგაზრდა სპეციალისტთან 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. პრესის ინფორმაციით, მისი ხელფასი წელიწადში 1.8 მილიონ ევროს გაუტოლდება.

აქამდე შევჩენკოს არასოდეს უმუშავია საკლუბო დონეზე, 2016-21 წლებში კი უკრაინის ნაკრებს ედგა სათავეში.

დღეისთვის „ჯენოა“ სერია A-ს ცხრილში მე-16 ადგილზეა. მას 12 მატჩში ცხრა ქულა აქვს.