მოურინიო - მწვრთნელობა რომ შეძლოთ, უნდა გიჟდებოდეთ ამ საქმეზე, შევჩენკო კი ზუსტად ასეთია #1TVSPORT
მოურინიო - მწვრთნელობა რომ შეძლოთ, უნდა გიჟდებოდეთ ამ საქმეზე, შევჩენკო კი ზუსტად ასეთია #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩში მოურინიოსა და შევჩენკოს დუელი გაიმართა.

„ჯენოამ“ „რომას“ უმასპინძლა და შევჩენკოს შეგირდებმა ორი უპასუხო გოლი გაუშვეს – 0:2.

„მოხარული ვარ ჩემს გამო, შევჩენკოს გამო კი – გულდაწყვეტილი, – განაცხადა მატჩის შემდეგ რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, – მაგრამ ყველაფერი შეიცვლება. ერთხელ ის იქნება გახარებული და ჩემ გამო გული დაწყდება.

მწვრთნელობა რომ შეძლოთ, უნდა გიჟდებოდეთ ამ საქმეზე, შევჩენკო კი ზუსტად ასეთია“.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „რომა“ მეხუთე ადგილზეა, ხოლო „ჯენოა“ მე-18 პოზიციაზე და გასავარდნ ზონაში იმყოფება.