დიდია ალბათობა, რომ ევრო 2020 12 ქალაქში გაიმართება

13:11, 20.02.2021

ალბათობა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩები 12 ქალაქში გაიმართება, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი, საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა უეფას ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ანდრეას შარმა.

„მინდა დავადასტურო, რომ ტურნირი გაიმართება. ამიტომაც ვართ მე და ჩემი გუნდი დღეს აქ, – განაცხადა შარმა. – თითქმის დარწმუნებით ვამბობ, რომ ყველა 12 ქალაქი მიიღებს მატჩებს. მუდმივად ვადევნებთ თვალს შექმნილ სიტუაციას, დავაკვირდებით, როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ, ამ მომენტისთვის, ყველა, ვინც ნავში უნდა იმყოფებოდეს – იქ არის. მხედველობაში მაქვს 12 ქალაქი“.

ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე 12 ქალაქში გაიმართება – ლონდონში, მიუნხენში, ბაქოში, რომში, ბუქარესტში, დუბლინში, კოპენჰაგენში, ბილბაოში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, ამსტერდამსა და სანკტ-პეტერბურგში.

მსგავსი