დიდი სიურპრიზი - მაიკლ ოუენმა პრემიერლიგის მომავალი ჩემპიონი დაასახელა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა ფორვარდმა, მაიკლ ოუენმა პროგნოზი გააკეთა ინგლისის პრემიერლიგის ახალ სეზონთან დაკავშირებით – დაასახელა საუკეთესო ოთხეული და ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებული.
„ვინ შევა ოთხეულში? „არსენალი“ და „მანჩესტერ სიტი“ აუცილებლად მოხვდებიან საუკეთესოთა კვარტეტში. ვფიქრობ, რომ „ლივერპულიც“ იქ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის, რამდენად კარგად შეეწყობა გუნდს არნე სლოტი. მქონდა ფიქრები „ნიუკასლთან“ დაკავშირებით, მაგრამ „ასტონ ვილა“ საიმედოა და, როგორც ჩანს, აგრძელებს სრულყოფას. რაც შეეხება თანმიმდევრობას, ჩემი აზრით, თუ „სიტი“ ვერ მოიგებს, ის სულ ცოტათი ჩამოჩება.
ეს იმას ჰგავს, რომ თუ „სიტი“ არ იქნება საჩემპიონო რბოლაში 10 ტურის შემდეგ, მათი პრიორიტეტი შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე.
ვფიქრობ, ამ სეზონში შეიძლება იყოს დიდი სიურპრიზი. მე ვაპირებ პირველ ადგილზე დავაყენო „არსენალი“, მეორეზე – „ლივერპული“, მესამეზე – „ასტონ ვილა“ და მეოთხეზე – „მანჩესტერ სიტი“, – მოჰყავს ოუენის სიტყვები გაზეთ Mirror-ს.
პრემიერლიგაში 2024-25 წლების სეზონი 16 აგვისტოს დაიწყება „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ფულჰემის“ შეხვედრით.