დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტთან დაკავშირებით, დღეს დებატები და კენჭისყრა გაიმართება
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით, დებატები და კენჭისყრა გაიმართება. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის დეპუტატებს სთხოვს, წერილი გაგზავნონ ბრიუსელში, სადაც დაადასტურებენ, რომ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერენ.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.