დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ბრექსიტთან დაკავშირებით, დღეს დებატები და კენჭისყრა გაიმართება

12:35, 29.01.2019

დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს ბრექსიტის საკითხთან დაკავშირებით, დებატები და კენჭისყრა გაიმართება. ინფორმაციას სააგენტო Reuters – ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის დეპუტატებს სთხოვს, წერილი გაგზავნონ ბრიუსელში, სადაც დაადასტურებენ, რომ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას მხარს უჭერენ.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

მსგავსი