დიდი ბრიტანეთი და ირლანდია 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მთავარ კანდიდატებად რჩებიან #1TVSPORT
დიდი ბრიტანეთი და ირლანდია ფეხბურთში 2028 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მთავარი კანდიდატები არიან. შესარჩევი ეტაპიდან კანდიდატურა ოფიციალურად მოხსნა თურქეთმა.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის სურვილია, ევროპის ჩემპიონატს 2032 წელს იტალიასთან ერთად უმასპინძლოს და მისი გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული.
თუ უეფა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის კანდიდატურას საბოლოოდ დაუჭერს მხარს, ევროპის ჩემპიონატი შემდეგ 10 სტადიონზე ჩატარდება:
უემბლი (ინგლისი), ტოტენჰემ ჰოთსპურ სტეიდიუმი (ინგლისი), ეტიჰად სტეიდიუმი (ინგლისი), ევერტონის ახალი ბრამლი-მურ დოკის სტადიონი (ინგლისი), ვილა პარკი (ინგლისი), სტ.ჯეიმს პარკი (ინგლისი), კასემენტ პარკი (ჩრდილოეთ ირლანდია), ავივა (ირლანდია), ჰემპდენ პარკი (შოტლანდია), კარდიფის ეროვნული სტადიონი (უელსი).
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ევრო 2028-ის მასპინძელს შვეიცარიაში 10 ოქტომბერს გამოაცხადებს.