ცნობილია, სად ჩატარდება ევროპის 2028 და 2032 წლის ჩემპიონატები #1TVSPORT
ცნობილია, სად ჩატარდება ევროპის 2028 და 2032 წლის ჩემპიონატები #1TVSPORT

ევროპის 2028 წლის ჩემპიონატს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ, 2032 წელს კი კონტინენტის პირველობა იტალიასა და თურქეთში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გერმანიაა. ტურნირი 14 ივნისს დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას 24 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს. მატჩები გერმანიის ათ ქალაქში გაიმართება.

ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრებია, რომელმაც ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ეროვნული გუნდი „უემბლის“ სტადიონზე დაამარცხა.