„ენფილდი“ ევრო 2028-ის მატჩებისთვის გამოუსადეგარია #1TVSPORT
„ენფილდი“ ევრო 2028-ის მატჩებისთვის გამოუსადეგარია #1TVSPORT

დიდი ბრიტანეთი არ შეიყვანს „ლივერპულის“ ლეგენდარულ სტადიონს „ენფილდს“ ევრო 2028-ის არენების სიაში, – წერს გაზეთი „სანი“.

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნაკრებების მატჩების გამართვა „ენფილდზე“ შეუძლებელია მინდვრის არასაკმარისი ზომების გამო. უეფა-ს წესების თანახმად, ეროვნული გუნდების ტურნირებისთვის მინდვრებს უნდა ჰქონდეთ ფიქსირებული ზომები – 105×68 მეტრი. „ლივერპულის“ სტადიონზე ეს ზომები შეადგენს 101×68 მეტრს. ამასთან, მინდვრის სიგრძის გაზრდა შეუძლებელია მაყურებელთა ტრიბუნების მოედანთან ახლომდებარეობის გამო.

ასე რომ, თუ დიდი ბრიტანეთი მოიპოვებს ევრო 2028-ის მასპინძლობის უფლებას, ქალაქი ლივერპული, შესაძლოა, კონტინენტის პირველობის მატჩების გარეშე დარჩეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დროულად არ დასრულდება „ევერტონის“ ახალი არენის მშენებლობა. გეგმის მიხედვით, მეორე ლივერპულური გუნდი ახალ სტადიონზე 2024-25 წლების სეზონის დასაწყისისთვის უნდა გადავიდეს.