ბორის ჯონსონი - არც კი ვიცი, რუსეთის განაცხადს „ევრო 2028“-ზე სერიოზულად ვინმე თუ განიხილავს, უკეთესი იქნება, რუსები ჯარს თუ გაიყვანენ და ჩემპიონატს უკრაინა უმასპინძლებს
ბორის ჯონსონი - არც კი ვიცი, რუსეთის განაცხადს „ევრო 2028“-ზე სერიოზულად ვინმე თუ განიხილავს, უკეთესი იქნება, რუსები ჯარს თუ გაიყვანენ და ჩემპიონატს უკრაინა უმასპინძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, „ევრო 2028“-ს უნდა უმასპინძლოს უკრაინამ და არა რუსეთმა. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ნატო-ს საგანგებო სამიტში მონაწილეობის მიღებამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა ჯონსონს განუცხადეს, რომ ბრიტანეთთან ერთად 2028 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი რუსეთმაც შეიტანა.

„მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ რუსეთს უნდა რაიმე სპორტული ან კულტურული ღონისძიება ჩაატაროს, სატირის ჩარჩოების მიღმა გადის. არც კი ვიცი, საერთოდ ვინმე თუ არის, ვინც მათ განაცხადს სერიოზულად განიხილავს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნება, თუკი რუსები ჯარს გაიყვანენ და ევროპის ჩემპიონატს სწორედ უკრაინა მიიღებს”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ფეხბურთში „ევრო 2028“-ის მასპინძლობისთვის გასულ დღეს სამი კანდიდატი დარეგისტრირდა: დიდი ბრიტანეთი/ირლანდია (ერთობლივი განაცხადი), თურქეთი და რუსეთი.