დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ევრო 2028-ის მასპინძლობა სურთ #1TVSPORT
დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას ევრო 2028-ის მასპინძლობა სურთ #1TVSPORT

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია დაინტერესებულები არიან 2028 წელს ევროპის ჩემპიონატის ჩატარებით და ამის სანაცვლოდ, მზად არიან უარი თქვან ერთობლივ განაცხადზე მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის ჩასატარებლად. ამის შესახებ გაზეთი The Guardian წერს.

წყაროს ცნობით, ბრიტანელები სერიოზულ კონკურენციას ელოდებიან 2030 წლის ჩემპიონატისთვის ბრძოლაში. ამ ტურნირის ორგანიზება ერთობლივად სურთ ესპანეთსა და პორტუგალიას, გარდა ამისა, პრიორიტეტი, შესაძლოა, სამხრეთამერიკულ ქვეყნებს მიენიჭოთ, რადგან 2030 წელს უნდა აღინიშნოს ურუგვაიში მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ჩატარების 100 წლისთავი.

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველებმა ფიფაში განაცხადები 2022 წლის 31 მარტამდე უნდა შეიტანონ.