რუსეთის წინააღმდეგ საქციების გამო, ევრო 2028-ს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ #1TVSPORT
რუსეთის წინააღმდეგ საქციების გამო, ევრო 2028-ს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია უმასპინძლებენ #1TVSPORT

დიდი ბრიტანეთის ქვეყნები და ირლანდია გახდებიან ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის მასპინძლები. მათი განაცხადი ერთადერთია მას შემდეგ, რაც თურქეთისა და რუსეთის განაცხადი გამოეთიშა ბრძოლას.

ჯერჯერობით, არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თურქეთი აღარ აპირებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის რუსეთთან ერთად ბრძოლას ამ ქვეყნის მიმართ უეფა-ს მიერ გამოტანილი სანქციების გამო. შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია კონკურენტის გარეშე დარჩნენ. უეფა-ში ევრო 2028-ის მასპინძლობაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა 2022 წლის 23 მარტია.

ასე რომ, დიდი ალბათობით, ევროპის ჩემპიონატს 2028 წელს ინგლისი, შოტლანდია, უელსი, ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდია ერთობლივად უმასპინძლებენ. უეფა ამ ტურნირისთვის მონაწილეთა რიცხვის გაზრდას 24-დან 32 გუნდამდე აპირებს და მინიმუმ 12 სტადიონი სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ის მასპინძელი გერმანიაა.