დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 624 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 67 ადამიანი
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 624 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 67 ადამიანი

დიდ ბრიტანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირსით გარდაცვლილთა რიცხვი 67-ით გაიზარდა. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 44 198 შეადგინა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ დაუდგინდა 624 ადამიანს. ამგვარად, სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 284 900 შემთხვევა.

დღეიდან ინგლისში ლუდხანები, რესტორნები, კინოთეატრები და სილამაზის სალონები გაიხსნა.

დატოვე კომენტარი