დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 38 ათასს გადააჭარბა
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 38 ათასს გადააჭარბა

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 324-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში სულ 38 161 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო ერთ დღე-ღამეში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 095 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული. სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 271 222 შემთხვევა დადასტურდა .

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა აშშ-ის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ. ხოლო „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვით მეორე ადგილს იკავებს, აშშ-ის შემდეგ.