მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის დღეს სამი ქართველი იბრძოლებს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დასკვნით დღეს სამი ქართველი – ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.), გიორგი სულავა (74 კგ.) და დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.) ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. ფინალური ბლოკი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში ორი ოქროს მედალია. ტურნირის გამარჯვებულები ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) და მირზა სხულუხია (70 კგ.) გახდნენ.