თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრების წევრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 70 და 74 კგ. წონით კატეგორიებში მოასპარეზე მირზა სხულუხია და ავთანდილ კენჭაძე მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ.

ავთანდილ კენჭაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში ამერიკელი ალექსანდრ მარტინესი 1:39 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით, 11:0 დაამარცხა, ხოლო სხულუხიამ იაპონელ ნობუიოში ტაკოჯიმას „მშრალი“ ანგარიშით, 3:0 სძლია.

დღესვე პოლონურ ხალიჩაზე საქართველოს სახელით კიდევ ორი მოჭიდავე – ივერიკო ჯულაყიძე (65) და გიგი მაჭარაშვილი (97) გამოვიდნენ. ორივე მათგანმა, საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, მერვედფინალური შეხვედრები წააგო და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.