ოდიკაძე და სხულუხია ნახევარფინალში იჭიდავებენ
ოდიკაძე და სხულუხია ნახევარფინალში იჭიდავებენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ხუთი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გავიდა, რომელთაგანაც ორი ნახევარფინალში იასპარეზებს.

მირზა სხულუხია (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ფინალში გადასვლელად იბრძოლებენ. დანარჩენი სამი ფალავანი, ოთარ გოგავა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65) და ნიკა კენჭაძე (79) ადრეულ ეტაპზე დამარცხდნენ და, გააგრძელებენ თუ არა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, მოგვიანებით გაირკვევა.

ნახევარფინალები 21:00 საათზე დაიწყება.

დატოვე კომენტარი