ოდიკაძე და სხულუხია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ
ოდიკაძე და სხულუხია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ხუთი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გავიდა, რომელთაგანაც ორმა ნახევარფინალში იასპარეზა. სამწუხაროდ პირველი საშეჯიბრო დღე ჩვენი ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

მირზა სხულუხია (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ.) ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლებში დამარცხდნენ და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ. დანარჩენი სამი ფალავანი – ოთარ გოგავა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65) და ნიკა კენჭაძე (79) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი ხვალ 21.00 საათზე დაიწყება.