სხულუხია და გაფრინდაშვილი ფინალში იჭიდავებენ
სხულუხია და გაფრინდაშვილი ფინალში იჭიდავებენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები – მირზა სხულუხია (70 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ) ფინალში იასპარეზებენ.

სხულუხიამ ნახევარფინალში უკრაინელი სპორტსმენი ანგარიშით 9:5 დაამარცხა, ხოლო გაფრინდაშვილმა ფინალში გასასვლელად თურქ მოჭიდავეს ანგარიშით 10:6 სძლია.

კიდევ ორი ქართველი – ედემი ბოლქვაძე (65 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) დამამშვიდებელი წრიდან გააგრძელებენ ბრინჯაოს მედლებისათვის ბრძოლას.

ფინალები 21:00 საათზე დაიწყება.

დღესვე, 23-წლამდელთა პირველობაზე, წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს კიდევ ხუთი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გამართავს.

ჩვენი ქვეყნის სახელით იასპარეზებენ:

თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ), გიორგი სულავა (74 კგ), ზაურ ბერაძე (86 კგ), დემურ მეგენეიშვილი (92 კგ) და ზურიკო ურთაშვილი (125 კგ).

დღეს ტურნირზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის დაპირისპირებები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

ასპარეზობას შეგიძლიათ თვალი აქ ადევნოთ.