დღეიდან მოსკოვში შეზღუდვების მოხსნა იწყება
დღეიდან მოსკოვში შეზღუდვების მოხსნა იწყება

მოსკოვში დღეიდან შეზღუდვების მოხსნა იწყება. კერძოდ, უქმდება ე.წ. თვითიზოლაციის რეჟიმი. გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები საჭირო აღარ იქნება. მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები, სასამართლოები და სხვა ორგანიზაციები. თეატრებში განახლდება რეპეტიციები. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, გავიდნენ სასაფლაოებზე. თუმცა მოსკოველებს კვლავ მოუწევთ პირბადის ტარება. ღია კაფეეები და რესტორნები ივნისის შუა რიცხვებში გაიხსნება.

მოსკოვში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა სამ ათასს მიაღწია. ამის შესახებ ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს. სულ რუსეთის დედაქალაქში გამოვლენილია 197 ათასზე მეტი კოვიდინფიცირებული. ბოლო 24 საათში ინფექცია კიდევ 2001 ადამიანს დაუდგინეს. 104 ათასი პაციენტი განიკურნა.