დევიდ ბექჰემმა ბუხართან „ჰარი პოტერი“ წაიკითხა და შეუერთდა აქციას „დარჩი შინ“
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი შეუერთდა აქციას, რომლის ფარგლებშიც ჰარი პოტერის პირველი წიგნიდან რამდენიმე თავი წაიკითხა.
ყოფილი ფეხბურთელი, სტივენ ფრაი, დაკოტა ფენინგი, ედი რედმეინი და სხვა ვარსკვლავები საკუთარ სახლებში კითხულობენ „ჰარი პოტერსა და ფილოსოფიურ ქვას“. პროექტის ავტორები ამ გზით მოუწოდებენ აუდიტორიას – არ დაარღვიონ კარანტინი და დაიცვან თვითიზოლაციის რეჟიმი.
აქციაში ასევე მონაწილეობს თავად ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი.