გერმანიის ნაკრების გამთამაშებელი დენის შრიოდერი კლუბს იცვლის – „ტორონტომ“ ის „ბრუკლინში“ გაუშვა, სანაცვლოდ კი ასევე გამთამაშებელი სპენსერ დინვიდი მიიღო.
30 წლის შრიოდერი ამ სეზონში საშუალოდ 13.7 ქულას, 2.7 მოხსნასა და 6.1 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
თავის მხრივ, „ტორონტომ“ ტრანსფერზე დააყენა დინვიდი და ახლა, ის „ლეიკერსთან“ აპირებს კონტრაქტის გაფორმებას. მიმდინარე სეზონში მცველმა 48 მატჩი ჩაატარა „ნეტსის“ შემადგენლობაში და საშუალოდ 12.6 ქულა, 6.0 შედეგიანი გადაცემა და 3.3 მოხსნა მიითვალა.
* * *
კლუბს იცვლის 37 წლის გამთამაშებელი კაილ ლაური. „შარლოტმა“ გამოისყიდა „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ექვსგზის მონაწილის კონტრაქტი. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაური „ფილადელფიაში“ ითამაშებს 2023-24 წლების სეზონის ბოლომდე და ამის სანაცვლოდ 2.8 მილიონ დოლარს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ლაურიზე პრეტენზიას ასევე „ჩიკაგო“ და „ნიუ ორლეანი“ აცხადებდნენ.