სპენსერ დინვიდის კორონავირუსი დაუდასტურდა
სპენსერ დინვიდის კორონავირუსი დაუდასტურდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონის განახლებამდე ზუსტად ერთი თვე რჩება. როგორც ცნობილი გახდა, „ბრუკლინის“ ორ კალათბურთელს დეანდრე ჯორდანსა და სპენსერ დინვიდის კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მოუვიდათ.

ტესტრირება COVID 19-ზე თავდაპირველად სულ 300 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ინფექცია 16 ადამიანს დაუდასტურდა.

სპენსერ დინვიდის დაინფიცირების შესახებ ინფორმაცია „ათლეტიკის“ ჟურნალისტმა, შემს ჩარანიამ გაავრცელა.

„ბრუკლინს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 30 მოგება და 34 მარცხი აქვს და სეზონის განახლების შემდეგ პლეი ოფის საგზურისთვის იბრძოლებს. ამ რთული ამოცანის შესრულება „ნეტსს“ კევინ დურანტის, კაირი ირვინგის, დეანდრე ჯორდანისა და სპენსერ დინვიდის გარეშე მოუწევთ.