სპენსერ დინვიდიმ „ბრუკლინთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
სპენსერ დინვიდიმ „ბრუკლინთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ბრუკლინ ნეთსმა“ სპენსერ დინვიდისთან შეთანხმებას მიაღწია – გამთამაშებელი გუნდში კიდევ 3 წელი დარჩება.

ერთ სეზონში დინვიდი 11 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს. სპენსერი გუნდის სარეზერვო გამთამაშებლად ითვლება და ის დეანჯელო რასელს ცვლის, თუმცა ხშირად მატჩების გადამწყვეტ მომენტებში მწვრთნელი სწორედ დინვიდის ენდობა.

ოთხშაბათს მან „ფილადელფიას“ დამარცხებაში უდიდესი როლი ითამაშა და 39 ქულა დააგროვა.