სპენსერ დინვიდი ნიგერიის პასპორტს მიიღებს და ქვეყნის ეროვნულ გუნდში იასპარეზებს
სპენსერ დინვიდი ნიგერიის პასპორტს მიიღებს და ქვეყნის ეროვნულ გუნდში იასპარეზებს

კორონავირუსის პანდემიის გამო, მიმდინარე წელს თითქმის ყველა მასშტაბური სპორტული ღონისძიება გადაიდო, მათ შორის ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიც. თუმცა, როდესაც იაპონიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება შედგება, როგორც მინიმუმ ერთი ამერიკელი კალათბურთელი სხვა ქვეყნის ღირსებას დაიცავს.

როგორც ცნობილი ხდება, „ბრუკლინის“ კალათბურთელი სპენსერ დინვიდი სულ მალე ნიგერიის პასპორტს მიიღებს და ტოკიოს ოლიმპიადაზე, რომელიც 2021 წელს არის ჩანიშნული სწორედ ამ ქვეყნის ღირსებას დაიცავს. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დინვიდი ამერიკის ნაკრებში არ გამოიძახეს. მალევე ეს ამბავი სპენსერმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაადასტურა.