დენიელ კორმიე - ნურმაგომედოვმა 40 მილიონზე უარი თქვა და UFC-ში დაბრუნებას არ აპირებს #1TVSPORT
დენიელ კორმიე - ნურმაგომედოვმა 40 მილიონზე უარი თქვა და UFC-ში დაბრუნებას არ აპირებს #1TVSPORT

ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, დანიელ კორმიემ შერეული ორთაბრძოლების დაღესტნელი ლეგენდის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომდოვს ოქტაგონზე დაბრუნების სანაცვლოდ 40 მილიონი შესთავაზეს.

დენიელ კორმიე: „ხაბიბმა გვითხრა, რომ UFC-ში დაბრუნება შესთავაზეს და 40 მილიონ დოლარს დაჰპირდნენ. არ ვიცი, რამდენი ბრძოლა იგულისხმებოდა ამ თანხის სანაცვლოდ. მან კი თქვა: „40 მილიონზე უარი ვთქვი, მე კარიერა უკვე დავასრულე“.

შეგახსენებთ, რომ შერეული ორთაბრძოლების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი, კავკასიელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონზე 29-ჯერ ავიდა და 29 გამარჯვება იზეიმა. დაღესტნელმა უკანასკნელი ბრძოლა 2020 წელს ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მახრჩობელა ილეთით მეორე რაუნდში დაამარცხა.