დანა ვაიტი ადასტურებს, რომ ფერგიუსონი - გეტჯის შორის გამარჯვებული ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება
დანა ვაიტი ადასტურებს, რომ ფერგიუსონი - გეტჯის შორის გამარჯვებული ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დაადასტურა, რომ ფერგიუსონსა და გეტჯის შორის გამარჯვებული მომდევნო ბრძოლას ხაბიბ ნურმაგომედოვთან ჩაატარებს.

ვაიტმა ბრეტ ოკამოტოსთან ვრცელ ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა, თუმცა ორგანიზაციის მმართველს არ დაუსახელებია კონკრეტული ლოკაცია თუ სად გაიმართება 18 აპრილის ქარდი.

წინასწარი ინფორმაციით, UFC ღონისძიებების გამართვას კერძო კუნძულზე გეგმავს, რომელიც კორონავირუსისგან სრულად დაცულია. იქ დაახლოებით 2 თვეა, რაც არავის უშვებენ. აქედან გამომდინარე, სპორტსმენების უსაფრთხოება ამ მხრივ დაცული იქნება.