ტონი ფერგიუსონი - ხაბიბი ბრძოლას გაურბის, მას ტიტული უნდა ჩამოართვან
ტონი ფერგიუსონი - ხაბიბი ბრძოლას გაურბის, მას ტიტული უნდა ჩამოართვან

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნანატრი ბრძოლა ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის კვლავ არ შედგება. დაღესტნელმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ჩემპიონით თქმით, ის არ აპირებს თვითიზოლაციის დარღვევას და ამერიკაში გამგზავრებას.

ფერგიუსონი ხაბიბის გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა.

„მე მჯერა, ხაბიბმა რუსეთში გამგზავრებამდე იცოდა, რომ არ იბრძოლებდა ჩემს წინააღმდეგ. ის დანებდა, შეეშინდა. ჩემი აზრით UFC-იმ მას ტიტული უნდა ჩამოართვას. ხაბიბს შეუძლია ამერიკაში ჩამოსვლა და ის ამას არ აკეთებს, შესაბამისად, ბრძოლას გაურბის“,- განაცხადა ტონიმ არიელ ჰელვანისთან საუბრისას.

„ელ კუკუიმ“ ასევე აღნიშნა, რომ ის არ არის დაინტერესებული ჯასტინ გეტჯისთან დაპირისპრიებით.

„მე უკვე საკმარისად ბევრი მაღალი დონის მებრძოლი დავამარცხე და ვიმსახურებ სატიტულო ბრძოლას. მეტსაც გეტყვით, მე უკვე ჩემპიონი ვარ. ხაბიბის გარდა ერთადერთ მეტოქედ შესაძლოა კონორი განვიხილო. სხვა ყველა კანდიდატი არ იმსახურებს ჩემთან ბრძოლას. „მაკნაგეთსი“ (მაკგრეგორი) ან „გუნდი ტირამისუ“ (ხაბიბი)“, – აღნიშნა ტონიმ ESPN-თან საუბრისას.