„დენ ბოშის“ მფლობელმა კახი ჟორდანიამ „ეინდჰოვენიდან“ საკუთარი ძმა დაიმატა
„დენ ბოშის“ მფლობელმა კახი ჟორდანიამ „ეინდჰოვენიდან“ საკუთარი ძმა დაიმატა

ჰოლანდიის პირველი დივიზიონის კლუბ „დენ ბოშის“ მეპატრონე კახი ჟორდანიამ საკუთარი ძმა დაიმატა. ჰოლანდიის პირველი დივიზიონის ლიდერი გუნდში ახლა ლევან ჟორდანიას იმედზე იქნება, რომელიც „ეინდჰოვენიდან“ წამოვიდა.

ინფორმაციას „Brabants Dagblad“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიმდინარე სეზონში, 22 წლის ფეხბურთელმა „ეინდჰოვენის“ დუბლშემადგენლობაში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. მანამდე ლევან ჟორდანია „ვიტესისა“ დუბლშემადგენლობასა და „ახილესში“ თამაშობდა.

ლევან და კახი ჟორდანიები თბილისის „დინამოსა“ და არნემის ‘„ვიტესის’“ ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილები არიან. კახი ჟორდანია „დენ ბოშის“ მეპატრონე 2018 წლუს 24 ივლისის გახდა, რადგან კლუბს მილიონ ევროიანი დავალიანება ჰქონდა.

„დენ ბოში“ ჰოლანდიის პირველ დივიზიონში 19 ტურის შემდეგ 40 ქულით გათამაშების ლიდერია და ერედივიზიონში გადასვლის რეალური კანდიდატია. გუნდი სევილიაში ემზადება, სადაც ლევან ჟორდანიაც შეუერთდა. „დენ ბოში“ 7 იანვარს მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ამხანაგურად შეხვდება. 13 იანვარს ჰოლანდიის პირველი დივიზიონის გათამაშება იწყება და „დორდრეჰტს“ გასვლაზე ეთამაშება.