უკვე ოფიციალურად - ჭანტურიამ და ჟორდანიამ „ლოკომოტივი“ დატოვეს
უკვე ოფიციალურად - ჭანტურიამ და ჟორდანიამ „ლოკომოტივი“ დატოვეს

თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდი ცენტრალურმა მცველმა, ნიკა ჭანტურიამ და ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლევან ჟორდანიამ დატოვეს, – ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.

„გუნდში გატარებული 10 წლის შემდეგ, ნიკა ჭანტურიამ კლუბი დატოვა. 163 მატჩში მან 5 გოლი გაიტანა. იყო ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდი. მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისთვის, ერთგულებისთვის, სიყვარულისთვის, იმ დროისთვის, რაც ერთად გავატარეთ. დიდ წარმატებას გისურვებთ და ყველგან გამორჩეული იქნები, სადაც არ უნდა იყო“, – წერია „ლოკომოტივის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

ნიკა ჭანტურია „ლოკომოტივის“ აღზრდილია. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და თბილისური კლუბის კაპიტანი. სად გააგრძელებს კარიერას 25 წლის ცენტრალური მცველი, ჯერ უცნობია.

ამავე დროს, კლუბის პრესსამსახური იუწყება, რომ „ლოკომოტივი“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლევან ჟორდანიამაც დატოვა. მანამდე გუნდი შეელია დათო კირკიტაძეს, ცოტნე კაპანაძესა და ალექსანდრე კობახიძეს.