„დენ ბოშის“ სპორტული დირექტორი - შალვა ოგბაიძე ჩვენი გუნდისთვის კარგი შენაძენია #1TVSPORT
„დენ ბოშის“ სპორტული დირექტორი - შალვა ოგბაიძე ჩვენი გუნდისთვის კარგი შენაძენია #1TVSPORT

ნიდერლანდების პირველი დივიზიონის (რანგით მეორე ლიგა) „დენ ბოშის“ სპორტულმა დირექტორმა, იუსუფ საჯადმა კომენტარი გააკეთა შალვა ოგბაიძის ტრანსფერზე და განაცხადა, რომ ქართველი შემტევის დამატება გუნდს გააძლიერებს.

„შალვამ სეზონის ბოლოს გუნდთან ერთად ივარჯიშა და მაშინვე დავინახეთ, რომ შეუძლია ჩვენი გუნდის შეტევა უფრო გაამრავალფეროვნოს. 20 წლის ასაკში ბერლინის „ვიქტორიაში“ 59 მატჩი ჩაატარა, იწვევდნენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში.

შალვას ძლიერი ხასიათი აქვს და ფიზიკურად კარგად არის მომზადებული. ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ სხვა პოზიციაზეც შეუძლია თამაში. ის „დენ ბოშისთვის“ კარგი შენაძენია“, – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა.

ნიდერლანდურმა კლუბმა ქართველი ფეხბურთელი 18 ივნისს წარადგინა. 20 წლის ოგბაიძე გერმანიაში 2017 წლიდან თამაშობს, ბოლოს ბერლინის „ვიქტორიაში“ გამოდიოდა, მანამდე „მაგდებურგისა“ და ბერლინის „დინამოს“ აკადემიებში ვარჯიშობდა.

ოგბაიძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში (U16, U17, U18) ჩატარებული აქვს 8 მატჩი, არის 21-წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატი.