ოგბაიძის „დენ ბოშმა“ ამსტერდამის „აიაქსთან“ ფრედ ითამაშა #1TVSORT

01:46, 09.07.2023

შალვა ოგბაიძემ ახალ გუნდში, „დენ ბოშში“ საკონტროლო მატჩი ჩაატარა ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდთან, ამსტერდამის „აიაქსთან“ – შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მოსამზადებელ ეტაპზე „დენ ბოშმა“ უკვე სამი საკონტროლო მატჩი გამართა. პირველი მიონხენგლადბახის „ბორუსია II“-თან 0:0 დაასრულა, გელზენკირხენში „შალკე II“-თან 0:2 წააგო, ხოლო ამსტერდამის „აიაქსთან“ ფრედ 2:2 ითამაშა.

ამსტერდამელებმა შერეული შემადგენლობით ითამაშეს, მათ შორის, მთავარი გუნდის ფეხბურთელებიც იყვნენ. ოგბაიძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 46-ე წუთზე გამოჩნდა. „დენ ბოშმა“ იარონ ვიკარიოს გოლით პირველი ნახევარი 1:0 მოიგო. 71-ე წუთზე იური კეისერმა მეორე გოლი გაიტანა, თუმცა,„აიაქსმა“ საბოლოოდ ანგარიში გაათანაბრა.

20 წლის ქართველი თავდამსხმელი „დენ ბოშში“ ზაფხულში ბერლინის „ვიქტორიადან“ გადავიდა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან შეკრებაზე სამივე ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

მსგავსი