„დენ ბოსხისა“ და კახი ჟორდანიას სასამართლო პროცესი დაიწყო - მხარეებს მოსარიგებლად დრო მიეცათ #1TVSPORT
„დენ ბოსხისა“ და კახი ჟორდანიას სასამართლო პროცესი დაიწყო - მხარეებს მოსარიგებლად დრო მიეცათ #1TVSPORT

ნიდერლანდური „დენ ბოსხისა“ და კახი ჟორდანიას დაპირისპირება სასამართლოში გაგრძელდა. პროცესი 9 მარტს დაიწყო, – ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა voetbalprimeur ავრცელებს.

2018 წლის ივლისის ბოლოს „დენ ბოსხმა“ კახი ჟორდანიასთან კლუბის გადაცემაზე შეთანხმებას მიაღწია და ქართველმა ბიზნესმენმა კლუბში ფული დააბანდა. მაგრამ ნიდერლანდების საფეხბურთო ასოციაციამ კახის გეგმებს ხაზი გადაუსვა. მიზეზად ფულის გათეთრების ეჭვი გახდა.

ამის გამო მან კლუბისგან, ჩადებული ინვესტიციების, ორი მილიონი ევროს დაბრუნება ან საფეხბურთო კლუბის გადაცემა მოითხოვა. მაგრამ სასამართლო პროცესზე „დენ ბოსხსაც“ სურს, რომ მისგან ასიათასობით ევრო მიიღოს.

ნიდერლანდური გამოცემა voetbalprimeur-მა სასამართლო პროცესზე გამოაქვეყნა წერილი „დენ ბოსხის“ მთავარი მატჩის შედეგი ჯერ უცნობია – კლუბს და ჟორდანიას ორი კვირა აქვთ.“

„ჯერ „დენ ბოსხში“ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის შედეგი არ იციან. სამშაბათს გუნდზე სარჩელი ქართველმა ინვესტორმა კახა ჟორდანიამ შეიტანა: ზაფხულამდე არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება, თუ მხარეები ერთმანეთთან მომდევნო ორი კვირის განმავლობაში არ მოილაპარაკებენ. ჟორდანია „ვიტესის“ ყოფილი მფლობელის, მერაბ ჟორდანიას შვილი – 2018 წელს დელერტში დარეგისტრირდა და დიდი ინვესტიცია ჩადო. ამასთან, მას შემდეგ რაც ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირმა მისი ფულის წარმოშობა გამოიკვლია, ქართველს არ მისცეს უფლება, გუნდი შეეძინა. მაშინ ჟორდანია უმცროსმა ინვესტიციების სახით ჩადებული მილიონების დაბრუნება მოითხოვა“, – წერს გამოცემა.

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო პროცესს, voetbalprimeur-მა დეტალები გამოაქვეყნა.

„სამშაბათს, მხარეები ერთმანეთს სასამართლო განხილვაზე შეხვდნენ, საკითხის განხილვა ექვს საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ჟორდანიამ, სხვა საკითხებთან ერთად, თქვა, რომ მას „დენ ბოსხის“ ფინანსურ მენეჯმენტზე წვდომა არ ჰქონდა და მიუთითა შეთანხმებაზე, რომელიც, მისი აზრით, დადებული იყო კლუბთან – თუ გუნდის ჩაბარებაზე „მწვანე შუქს“ არ აუნთებდნენ, ის თანხას დაიბრუნებდა. ამასთან, გუნდის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს პრეტენზიები უსაფუძვლო იყო და რომ თითქოს, ყველა ხარჯის გაცემაზე გადაწყვეტილება ჟორდანიამ და მისმა გარემოცვამ პირადად მიიღეს.“

ნიდერლანდური გამოცემის ცნობით, სასამართლომ მხარეებს მოსაფიქრებლად დრო მისცა.

„დღის ბოლოს მოსამართლეს გადაწყვეტილება არ მიუღია – მხარეებს შეთანხმების მისაღწევად ორი კვირა მიეცათ. თუ ეს ვერ მოხერხდება, სასამართლო მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში, განაჩენი გამოცხადდება 9 ივნისს. თუ ჟორდანია მართალი აღმოჩნდება, როგორც ჩანს, კლუბს არსებობის საფრთხე შეექმნება. რამდენიმე ინვესტორთან კლუბის გადაბარებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ისინი სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან.“