დემეტრაშვილმა თბილისის გრანდ სლემის მესამე დღე გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს მედლების მოსაპოვებლად ცამეტი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს.
პირველი ტურნირზე ახალგაზრდა მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილი გავიდა. 20 წლის ქართველმა ლიეტუველი იგნას მეგაჩუსი იპონით დაამარცხა და საუკეთესო თექვსმეტ სპორტსმენში იჭიდავებს.
დღეს შეჯიბრზე გამომსველი დანარჩენი ძიუდოისტები ეტაპობრივად დაიწყებენ ასპარეზობებს.
26 მარტი
11:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი
ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით ორი მედალია. ტურნირზე ვერცხლის მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.