ძიუდო | ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ზაურ დვალაშვილი ფინალშია - ნინო გულბანი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძიუდოში ზაურ დვალაშვილს (81 კგ) საქართველოს ნაკრებისთვის მეორე ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ქართველმა ნახევარფინალში აზრბაიჯანელი იმამვერდიევი დაამარცხა და ფინალში გერმანელ იარნ დუიკს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ფინალურ ბლოკში ქართული ფინალი გაიმართება – ოქროს მედლისთვის ერთმანეთს მძიმეწონოსნები – საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი დაუპირისპირდებიან.

კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ნინო გულბანი (70 კგ).

დღეს 18 ნოემბერს ვაჟები – 81, 90, 100 და +100, გოგონები კი 70, 78 და +78 კგ-ებში გამოდიან.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა გოგონათა შორის 57 კგ-ში მოასპარეზე 18 წლის ნინო ლოლაძემ, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. 73 კგ-ში კოტე კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ ჰორჩანკოს სძლია.