ძიუდო | ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართება - ინანეიშვილი დემეტრაშვილს დაუპირისპირდება [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ქალაქ პოტსდამში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძიუდოში ქართული ფინალი გაიმართება. ოქროს მედლისთვის ერთმანეთს მძიმეწონოსნები – საბა ინანეიშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი შეხვდებიან.

ინანეიშვილმა ნახევარაფინალში რუმინელ დარიუს გეორგესკუს მარტივად სძლია, დემეტრაშვილმა კი ფინალში გასასვლელად სერბ იგორ ვრანჩარს მოუგო.

დღეს ტურნირზე ასევე კარგად ასპარეზობს 81 კგ-ში გამომსვლელი ზაურ დვალაშვილი. ქართველი ნახევარფინალშია გასული. კონტინენტის პირველობაზე რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს ნინო გულბანი (70 კგ).

დღეს 18 ნოემბერს ვაჟები – 81, 90, 100 და +100, გოგონები კი 70, 78 და +78 კგ-ებში გამოდიან.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ტურნირზე ბრწყინვალედ იასპარეზა გოგონათა შორის 57 კგ-ში მოასპარეზე 18 წლის ნინო ლოლაძემ, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. 73 კგ-ში კოტე კაპანაძემ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელ ჰორჩანკოს სძლია.